LIVE TV
ოთხშაბათი, მაისი 31, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რას წერენ სოციალურ ქსელში ლუკა სირაძეზე

დაპოსტა 2019/12/18-ში
გაზიარება

“არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები, რომლებიც უცებ ვივიწყებთ, რომ გუშინ ზუსტად მათი მსგავსი ვიყავით.
ამ ბავშვს ყველამ ერთად ვკარით ხელი იმ ფანჯარასთან და ყველა მკვლელები ვართ – ყოველგვარი ლიტერატურული კეკლუცის გარეშე. სანამ არ ვისწავლით, რომ სხვადასხვა მოზარდთან ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვანაირად დაისმის, არაფერი გვეშველება და ვიდგებით ასე უდროო და სასტიკ სიკვდილთან პირისპირ და უკვე მიხურულ კარზე ვაკაკუნებთ.” – წერს გიორგი კეკელიძე.

“ჩვენ ახლა ვარჩევთ მტყუანს და მართალს,
სამყარო კვლავაც ტკივილით ბრუნავს.
ვერ გავუფრთხილდით მზეს ამომავალს,
იმედის სხივიც ჩამქრალა სრულად.

ახლა პასუხი ვერ შეცვლის ყოფას,
დავშორდით ღმერთს და მიზეზებს ვეძებთ.
ჩვენ მივენარცხეთ ბრმა უარყოფას,
ყლორტშივე ვუსპობთ სიცოცხლეს ფესვებს.

გულში ტკივილი ზარებად უკრავს,
ახლა დედები უხმოდ ტირიან
და ციდან მკლავებგაშლილი ლუკა,
ყველა ქართველი დედის შვილია.” – წერს პოეტი ირმა ქურასბედიანი

“ახლა დაგვაკვირდებიან, რამდენი გამოვა, რამდენი ამოიღებს ხმას, მერე კიდევ ერთ ბარტყს გადმოგვიგდებენ, გამოძიებას დაველოდოთო აგვიხსნიან. მიშა ევროპიდან გადმოყრის დორბლს, ბიძინა და მისი მონები აქედან, შალვა და კოკა ბოტებს ამოქოქავენ, მედიები მოგვასმენინებენ ქოც-ნაცების და ბიძინას ფულზე შემჯდარ, პეროგარჭობილი ხელოვანების ვიშვიშს, საპატრიარქო ისევ დაგმობს და გაემიჯნება ძალადობას, მოითხოვს დროს წესი აუგონ თუ არა ბავშვს, დირექტორები და პედაგოგები ისევ დუმილს არჩევენ, სამსახურის დაკარგვის შიშით, “ექსპერტები” იექსპერტებენ, სამოქმედო გეგმების, სტრატეგების შემუშავების აუცილებლობზე, გულანთებულ აქტივისტებს ისევ გააშავებენ, მერე გახარია გვეტყვის “მოდით დავიწყოთ ბოდიშით”, ამასობაში რამე ახალ თემას წამოწევენ გადასაფარად და ამით დასრულდება ყველაფერი. მთლიანად სისტემა ყარს და ამ ბოროტი სისტემის განოყიერებაში ყველას მიგვიძღვის წვლილი. მე-4 და მე-5 კლასის ბავშვებს მანდატურები სირბილის და ცელქობის გამო ხელწერილებს ადებინებენ სკოლაში, რა ბავშვთა უფლებების კოდექსზე და კონვენციაზე ვლაპარაკობთ საერთოდ.” – წერს სამოქალაქო აქტივისტი ილიკო ნაცვალაძე ფეესბუკზე.

“ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა ჩემში-ახლაც ბავშვების მხარეს ვარ! თითქმის ათი წელი ისე გავატარე სკოლაში, მათ ნდობას, როგორც უდიდეს საგანძურს, (უფრო მეტადაც) ვუფრთხილდებიდი, ყოველთვის მათი მოკავშირე და ზოგჯერ,მესაიდუმლეც ვიყავი, თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებდი მათ დაცვას კლიშეებისა და კომუნისტური მენტალობისგან” – წერს ჟურნალისტი ნანა თოშხუა.

“15 წელი ყოველ ბარბარობის დღესასწაულზე მისი ბიჭის კარგათ ყოფნას თხოვდა წმინდა ბარბარეს როგორც ყველა დედა მისი შვილისას წელს ?! წაიყვანა გაბრაზებულმა ! ჩვენგან არ მოვლილი ბავშვი მოუვლის და უპატრონებს ზეცის ანგელოზებთან ერთად  ფუ ი ჩვენ (((რომ სიკვდილის კარების გამღები ნაროდი , დავრჩით ახლა გინდა შენი( გინდა ჩემი და გინდა ყველა ჩვენის და ამ ცხოვრების დედაც ჯეკ ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ” – წერს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

“დილა (არა)მშვიდობისა

ერთხელ მაინც დავივიწყოთ პარტიულობა და პოლიტიკა და როგორც ამ ქვეყნის შვილებმა გუწრფელი პროტესტი და სინანული გამოვხატოთ ამ ტრაგედიის გამო.
სხვის სიკვდილს მივეჩვიეთ, მაგრამ
ნუ დავივიწყებთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერის ოჯახს შეიძლება მიუკაკუნოს ამ საშინელებამ სანამ ტელევიზორთან თბილად მოკალათებული ვუყურებთ სხვის ტრაგედიას….” – ვლადიმერ ნაკაშიძე

“15 წლის ბავშვის სიკვდილმა გამანადგურა და მიწასთან გამასწორა, როგორც მშობელი და როგორც ადამიანი !
ტყვიით უნდა აუსერო სახე შინაგან საქმეთა სასაკლაოს ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც ბრალი მიუძღვის ამ საქმეში !!!” – ადვოკატი ლევან ჭელიძე

“ძახილის ნიშანი
ნიშანი ძახილის

როგორაც სამხილი
სინდისის ძახილად

კედელზე წახრილად
გვესახა.

გვეძახა ძახილის ნიშანმა, გვეძახა
და გარდაგვესახა…

და როგორც მორიგ ლუკმას
ისე ვინელებთ ლუკას

შევსვათ კვლავ ცხონების
დედაც ამ ცხოვრების!” – მიშიკო მუმლაძე

თეგები: ამ ცხოვრების დედაცლუკა სირაძე
გაზიარება121

დაკავშირებული -პოსტები

რას აკეთებს ჭითურის მერია მიუსაფარი ძაღლებისთვის

მაისი 31, 2023
35
მთავარი

ა(ა)იპ ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის მიერ  მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის იზოლირების , იდენტიფიკაციის საჭდით უზრუნველყოფისათვის, ასევე დეჰელმენტიზაციის , ვაქცინაციის სტერილიზაცია/ კასტრაციისათვის (საჭიროების შემთხვევებაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში განათავსებისათვის )...

დაწვრილებით

შოთა არველაძე მასტერკლასების სერიას დასავლეთ საქართველოში აგრძელებს

მაისი 31, 2023
13
მთავარი

" საქართველოში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე ჩავატარე ღია ვარჯიში თბილისის საფეხბურთო სკოლებში. დინამო თბილისის, 35-ე საფეხბურთო სკოლის, ლოკომოტივის თუ სხვა აკადემიებში მომავალშიც გავაგრძელებ შეხვედრებს, თუმცა, ამჯერად მთავარ ყურადღებას რეგიონებს დავუთმობ. მინდოდა...

დაწვრილებით

საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ-გახარია

მაისი 31, 2023
5
მთავარი

ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს....

დაწვრილებით

2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა-კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე

მაისი 31, 2023
6
მთავარი

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინაში ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომ ისტორიაში პირველად, ქვეყანა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა. მისი შეფასებით, ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია,...

დაწვრილებით

გიორგი მუმლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მაისი 31, 2023
3
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა: გადაწყვეტილება მიღებულია 5000 ლარიანი ჯარიმა! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის" - წერს მუმლაძე. თბილისის საქალაქო სასამართლო...

დაწვრილებით

საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი-სალომე ზურაბიშვილი

მაისი 31, 2023
8
მთავარი

"მე მსურს, ვიხილო საქართველო ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შეძლებს გადალახოს ყველა გამოწვევა და მიაღწიოს ევროინტეგრაციას. მხოლოდ და მხოლოდ, ერთი გზა გვაქვს ამისთვის, უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი და მე დარწმუნებული ვარ,...

დაწვრილებით

ძაღლის გასეირნების წესების დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის კანონს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მაისი 31, 2023
12
მთავარი

ძაღლის გასეირნების წესების დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის კანონს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გაყვანაზე ჯარიმა 20 ლარიდან 150...

დაწვრილებით

რიო დე ჟანიეროში ბათუმელი მეზღვაური მოკლეს

მაისი 31, 2023
42
მთავარი

ბრაზილიური მედიის ცნობით, რიო დე ჟანიეროში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური, ილია კახაბერიძე მოკლეს. როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, გემის ინჟინერი 30 მაისს სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული იპოვეს. ბრაზილიური მედია აღნიშნავს, რომ ეჭვმინილი,...

დაწვრილებით

18 წლიანი ძებნის შემდეგ გერმანიაში მკვლელობაში ბრალდებული ქართველი კაცი დააკავეს

მაისი 31, 2023
75
მთავარი

18 წლიანი ძებნის შემდეგ დორტმუნდის აეროპორტში მკვლელობაში ბრალდებული ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია  ავრცელებს . გამოცემის ცნობით, კაცი აეროპორტში ქუთაისიდან ჩავიდა. მედიის ინფორმაციითვე, 2005 წელს, ქალაქ გრაცში, მან  29 წლის კაცი...

დაწვრილებით

მოგვაკლდა ესებუა კი,სტატისტიკა დაწეულია-გომელაური

მაისი 31, 2023
21
მთავარი

"მოგვაკლდა ესებუა, კი. გაიზარდა კრიმინალი ამით?! სტატისტიკა?! სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, მართლა ვიძახი, ორი სამი ფაქტი მოხდა, თუმცა სტატისტიკა, იცით...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალიდან შემოვა – ეკატერინე ტიკარაძე

მარტი 23, 2021
68
საზოგადოება

რა კითხვები აქვთ ტურისტებს, როდესაც ისინი საქართველოს სტუმრობენ

ივნისი 5, 2021
65
საზოგადოება

ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან – ადრე გაზაფხულზე – დავით სერგეენკო

დეკემბერი 22, 2020
197





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!