“კურიერმა” გარდაცვლილი 23 წლის გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის და მისი ხელმძღვანელის მიმოწერა მოიპოვა, რომელშიც ბაჩალიაშვილი გუნდის ხელმძღვანელს სთხოვს, დირექტორთან უშუამდგომლოს და მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზები აუხსნას. საუბარში იკვეთება, რომ გოგონას პრობლემები აქვს.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილი მიმოწერაში აღნიშნავს, რაღაც თემაზე ნერვიულობს. ამ წუთებში სამართალდამცველები იმ ოფისში მუშაობენ, სადაც დაღუპული მუშაობდა.
“ხუთშაბათს მოგვწერა, რომ გადაწყვიტა წასულიყო სამსახურიდან და ჩვენც ვუპასუხეთ, გასაგებიათქო. შაბათს უკვე დაიკარგა. მანამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ მუშაობდა სხვაგანაც, თან სწავლობდა პარალელურად და დრო არ რჩებოდა ბევრი, რადგან ჩვენთანაც 8 საათი მუშაობდა ყოველდღიურად. ნათქვამი ჰქონდა, რომ ერჩივნა სწავლა დაემთავრებინა და მერე დაეწყო მუშაობა,” – განაცხადა კომპანია “ზეგ”-ის მენეჯერმა ნიკოლოზ გეჯაძემ.
მანამდე განცხადება გაავრცელა კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, რომლის თქმით, ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა. მიზეზად კი, მისივე ინფორმაციით, დაღუპულმა ალტერნატიული სამსახური დაასახელა. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან კომპანიის რაიმე კავშირს გამორიცხავს.
“ეს ინფორმაცია საიდან მოდის არ ვიცი. დედამისს ყოველდღე ველაპარაკებოდი, გუშინ საღამოსაც ვესაუბრე. ძალიან შეწუხებულები ვართ და მართლა ვერ ვხვდებით რა მოხდა, როგორც თქვენ არ იცით, ისე მე არ ვიცი. ვიცოდი, რომ სამსახურიდან შეიძლება წასულიყო, რადგან ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ორ სამსახურში მუშაობს, თან სწავლობს. მეორე სამსახური რომ ჰქონდა ვიცი, სად იყო – ეს არ ვიცი, რადგან ჩვენ ამ საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავით.
ჩვენ დავუყენეთ საკითხი – აპირებთ იქ დარჩენას თუ ჩვენთან დარჩენას, ამაზეც გვქონდა გავლილი, გადაწყვიტა, რომ წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ, არ წასულა ამ სამსახურიდან. ჩვენი კომპიუტერი იყო, ჩვენ მივეცით, მაგრამ ინდივიდუალურად ვინ როგორ იყენებს კომპიუტერს, ვერ გავაკონტროლებთ ვერავის. ერთადერთი ბებია როცა გარდაიცვალა, მას შემდეგ იყო მოწყენილი, რასაც ძალიან ბუნებრივად მივიჩნევდით, რადგან ვიცოდით, რომ ბებიასთან იყო ძალიან ახლოს,”- აცხადებს თამარ კობერიძე.
rustavi.ge