ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო კომისიის შექმნას მოითხოვს.
ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ სწორედ პროფესიონალთა ჯგუფმა უნდა გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი – მათ შორის გარდაიცვლებოდა, თუ არა ლექსო თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, ის სასტიკად ნაცემი, რომ არ ყოფილიყო.
სპეციალისტი ამბობს, რომ კომისიაში სხვდასხვა პროფილის ექიმები უნდა შევიდნენ – მათ შორის ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, ფარმაკოლოგი, ნევროპათოლოგი.
ალექსანდრე გეჯაძე იმედოვნებს, რომ მის წინადადებას გამოძიება გაითვალისწინებს.