,,ცხადია სასიამოვნოა, როცა დედაქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე შენი გამოსახულებით სარეკლამო ბანერებია გამოფენილი, მაგრამ ამ ფოტომ სხვა ემოცია აღძრა. გავყურებ მეგობრის მანქანიდან ამ სარეკლამო დაფას და რაღაცნაირად თავი გადავაქნიე…
წლების წინ ამ შენობასთან (კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიის შენობა) გულის ფანცქალით ჩავივლიდი ხოლმე. სულ მინდოდა ამ შენობასთან კავშირი მქონოდა. ავიხდინე კიდეც ნატრვრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპოდენტი გავხდი და სამი წელი ვიმუშავე. რას ვიფიქრებდი, ან მე ან ჩემი მთავარი პროდიუსერი, როცა ამ სამსახურიდან გამომაგდებდა (დამსახურებულად სხვათაშორის, გული არ მწყდება) ამ შენობის წინ მოგვიანებით ჩემი გამოსახულებით სარეკლამო ეკრანები აინთებოდა 🙂
მოკლედ იმის თქმა მინდა, ცხოვრება მშვენიერია.” – წერს სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე.