ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და აცხადებს რომ საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა დანაშაულია. როგორც მან გადაცემაში „კვირის თემასთან“ აღნიშნა ჩინურ ვაქცინას თუ შევიძენთ ის სახელწმიფომ ჯერ უნდა დაასაწყობოს:
„უკვე დავიღალე სახლმწიფო უწყებების არაპროფესიონალიზმზე საუბრით და კრიტიკით. სულ ვიმეორებ, რომ ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ.
ორი სამი კვირის წინ ვამბობდი, რომ პირველი უნდა აცრილიყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. მერე ხომ მაინც აიცრნენ.
ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო და ამას ნურავის ნუ აბრალებენ. სხათა შორის მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, რომ საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს და ახლა კიდევ გავიგე, რომ ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია და ეს ხომ დანაშაულია. როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა. ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა არაა დარეგისტრირებული. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ“, – აცხადებს ფხაკაძე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ
„საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინები და ის წამლები, რომლებიც იქნებიან რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა ილაპარაკოს სამომავლოდ კარგ ვაქცინებზე. ჩინურები კი ბატონო, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, სანამ არ იქნება აღიარებული. სხვათა შორის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ძალიან საინტერესო მაგალითია. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია. მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი წამალი და ნებისმიერი ვაქცინა უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული.
მეორე საკითხია, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. ადამიანს თუ უნდა უნდა, ვაქცინა უნდა გაიკეთოს და თუ არ უნდა, დაძალება ყოველთვის უკუშედეგს გვაძლევს.