„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“- ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში განუცხადეს.
მანამდე ვებგვერდმა ZDNet დაწერა, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა.
საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი მისამართი, საიდენტიფიკაციო და ტელეფონის ნომრები.
ჰაკერული ფორუმის წევრის მტკიცებით, პირადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდიდანაა აღებული.
Imedinews.ge