საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კოვიდპანდემიის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები აღარ უნდა შეიზღუდოს. სალომე ზურაბიშვილი ნებიესმიერი ჩაკეტვის წინააღმდეგია.
“ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას, მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა, შემოიღოს მკაცრი და სასწრაფო ზომები, რათა რისკჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 49 ინფიცირებული.
ნახეთ, რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე.