ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარტოგრაფ ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში, ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში დაუპირისპირდა, ბაქარ ადამიაა.
ბაქარი ივერი მელაშვილთან შელაპარაკების მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ მას სურდა შეურაცხყოფის გარეშე მელაშვილისთვის ეთქვა ის რასაც ფიქრობდა.
ბაქარ ადამია კრიმინალურ სამყაროსთან რაიმე კავშირს უარყოფს.
„ჩემმა ადამიანობამ არ მომცა უფლება გვერდზე ისე ჩამეარა, რომ რასაც მე ვფიქრობ, ჩემი შეხედულებით, ჩემი ლოგიკით, რაც არის ამ საქმესთან დაკავშირებული, მინდოდა პირდაპირ მეთქვა, შეურაცხყოფისა და რაღაც ზედმეტი უზრდელური სიტყვების გარეშე. შენ ხარ მთავარი დამნაშავე ერთ-ერთი, ვინც ეს გააკეთა მეთქი. მითხრა რომ ვარ მოგზავნილი და იდიოტი. მე და კრიმინალური სამყარო ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ისინი ქვეყნის სიყვარულთან“, – განაცხადა ადამიამ “იმედთან”.