მთავრობის გადაწყვეტილებით არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. შეზღუდვების ფარგლებში დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანპორტის მუშაობა, დისტანციურ რეჟიმში ფუნქციონირებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები; ღამის 9-დან დილის 5-მდე კი ე.წ.კომენდანტის საათი მოქმედებს. შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, თუმცა თარიღმა გადაიწია. მეგა ტვ-მა მოქალაქეებს კითხა რას ფიქრობენ ცვლილებაზე და როგორ ახერხებენ ისინი თავის გატანას შეზღუდვების პირობებში
შოვში განვითარებული სტიქიის დროს ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას – ვახტანგ გომელაური
შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო,...