STOP COVID აპლიკაციით 300 000-მდე ადამიანი სარგებლობდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
STOP COVID აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევდა გაეგო, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, რამდენიმე დღის წინ გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის უწყებაში განმარტეს, აპლიკაციით სარგებლობით კონტრაქტის ვადა ამოიწურა და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და კორონავირუსის შემცირებული შემთხვევების გამო, კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, როგორია აპლიკაციის 10-თვიანი მუშაობის შედეგი, კერძოდ, რამდენი კონტაქტი და ინფიცირებული გამოვლინდა მისი გამოყენებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.
შეგახსენებთ, საქართველოში STOP COVID აპლიკაცია 2020 წლის 16 აპრილს ამოქმედდა და 2021 წლის 22 იანვარს გაუქმდა. კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციაზე 412 116 ლარი დაიხარჯა.