ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 711, აჭარაში – 374, იმერეთში – 593.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 4, იმერეთში – 11.
1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 831 – თბილისში, 464- აჭარაში.
15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 10.
სულ 6 ოქტომბრიდან – 22 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 972 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 432, პირი, აჭარაში – 2 355, იმერეთში – 1 564.