საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 511 ხანძარი დაფიქსირდა.
როგორც „საქსტატის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხანძრისას 65 ადამიანი დაიღუპა, 487 შენობა- ნაგებობა კი განადგურდა.
გასულ წელს, ხანძრისას ტრავმა 203-მა მოქალაქემ მიიღო, ხოლო ხანძრის შედეგად 53 მსხვილფეხა საქონელი დაიღუპა.