LIVE TV
კვირა, აგვისტო 14, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რადიკალებს ქსენოფობიური კამპანიით უნდათ გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2022/08/05-ში
გაზიარება

ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი

მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი პარტია მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი, მათივე შეფასებით, „საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა“.

„როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა. თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ. მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას.

„გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია. განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ომის რიტორიკა ისმის ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და“ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტების შესრულებით.

„მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდიოდა. ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები – ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვ. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და“ნაციონალური მოძრაობის „უცხოელი ლობისტების შესრულებით.

საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული. თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია – ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. „ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მესტიაში გადმოიყვანეს

აგვისტო 14, 2022
10
მთავარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება გრძელდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაშავებული მთამსვლელების ინფორმაციით, სამივე მთასვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ...

დაწვრილებით

ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

აგვისტო 14, 2022
6
მთავარი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს...

დაწვრილებით

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

აგვისტო 14, 2022
7
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან იაგანაშვილს მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ და მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ...

დაწვრილებით

17 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

აგვისტო 14, 2022
6
მთავარი

ინფორმაციას ,,მთავარი ავრცელებს" მარნეულის  სოფელ აღმამედლოს მკვიდრი  17 წლის ელმან  გამბაროვი  მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილობრივების თქმით,   იმ ტერიტორიაზე ქვის ქარხნებია და სხვადასხვა გათხრები მიმდინარეობს, რის...

დაწვრილებით

მონტენეგროში კაცმა 11 ადამიანი მოკლა,მათ შორის ოჯახის წევრები

აგვისტო 13, 2022
87
მთავარი

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. წინასწარი მონაცემებით, სროლა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. მედიის ინფორმაციით,...

დაწვრილებით

ჩემი ღორი ძაღლისგან არაფრით არ განსხვავდება_ჯესიკა

აგვისტო 13, 2022
50
მთავარი

22 წლის ბრიტანელმა ქალმა, სახელად ჯესიკა, გადაწყვიტა, შინაური ცხოველი ჰყოლოდა, თუმცა, საბოლოოდ, ოჯახის ახალი წევრი არც ძაღლი და არც კატა არ ყოფილა - მან სახლში ღორი მიიყვანა. როგორც ქალი ამბობს, 18...

დაწვრილებით

ვინ დაესხა თავს ცნობილ მწერალს ?

აგვისტო 13, 2022
68
მთავარი

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, ცნობილ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარი დაესხა თავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან...

დაწვრილებით

ბოლივიაში,კუბოში გაიღვიძა კაცმა ,რომელიც ცოცხლად დამარხეს

აგვისტო 13, 2022
127
მთავარი

ბოლივიის ქალაქ ელ-ალტოში, „დედამიწის ფესტივალზე“ კაცმა, რომელიც ცოცხლად დამარხეს, ფესტივალის ჩატარების ადგილიდან 80 კილომეტრის მოშორებით კუბოში გაიღვიძა და სამარიდან ამოსვლა შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 30 წლის უგო ალვარესის განცხადებით,...

დაწვრილებით

Rammstein_ი ახალი წლის აღსანიშნავად მიუნხენში მასშტაბური კონცერტის ჩატარებას გეგმავს

აგვისტო 13, 2022
9
მთავარი

გერმანული ჯგუფი Rammstein ახალი წლის აღსანიშნავად მიუნხენში მასშტაბური კონცერტის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ Deushce Welle იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობა ამ ეტაპზე კონცერტისთვის შესაბამის ადგილზე მსჯელობს. ცნობილია, რომ შოუ 31 დეკემბერს...

დაწვრილებით

მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული მთასვლელების ევაკუაცია განახორციელეს

აგვისტო 13, 2022
11
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

,, ნახავთ ეს ამპარტავნება სადამდე მიგიყვანთ “- დეკანოზი  თამაზ ლომიძე

სექტემბერი 23, 2021
37
მთავარი

,,იმიტომ მივმართავ ამ ფორმას, რომ არასწორად იქცევით”-კახა კალაძე ჟურნალისტებს

დეკემბერი 9, 2021
57
მთავარი

,,დიახ, თითო სოფელზე დაახლოებით 5.35 მილიონი ლარი”-გიორგი მშვენიერაძე

აგვისტო 7, 2021
25





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!