ჟურნალისტებმა ქუთაისში აქცია გამართეს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს, რომელიც გუშინ მერიის შენობიდან საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
„დღევანდელი აქ ყოფნის მიზანი არ არის ფართომაშტაბიანი აქციის გამართვა, ჩვენი მთავარი მიზანია, სათანადოდ გამოიძიოს ეს საკითხი, რადგან ფორმაც და შინაარსიც ჩვენთვის როგორც, ჟურნალისტებისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულმა ნებისმიერმა ადამიანმა კარგად უნდა წაიკითხოს კანონი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებს შესახებ. ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული.“ – განაცხადა ტელეკომპანია მეგა ტვ-ს მენეჯერმა ნანა თოშხუამ.
გუშნინ, 5 აპრილს ქუთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორმა მერის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუბა ჩივაძემ მერთან შესვლას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, მერიის დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173-ე მუხლი წარუდგინეს, რაც პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.