Site icon megatv.ge

პუტინმა დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში-ზელენსკი

“მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუგია: პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და მოკლა ათასობით ადამიანი, გაიტაცა ათიათასობით უკრაინელი ბავშვია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

პუტინმა დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში, ბრძანა მისი მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯა როგორც კრემლის კედლების გარეთ, ასევე ლონდონისა და ბერლინის ცენტრში. დიახ, გუშინ მან სცადა ყველასათვის გამოეგზავნა მკაფიო სიგნალი, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა: პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციის ლიდერი….” | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

Exit mobile version