პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ასევე საცხოვრებელ უბნებზე საშინელი თავდასხმები ვიხილეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გაანადგუროს უკრაინელი ხალხის ენერგოსისტემა, გაზის ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები. მაშინ, როდესაც ზამთარი იწყება, ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს. ეს საშინელებაა და ჩვენ უნდა მოვემზადოთ [რუსეთის მხრიდან] მეტი თავდასხმისთვის. ეს არის მიზეზი, რის გამოც ნატოს მოკავშირეებმა გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.