რუსული სამთავრობო მედია “რია” ავრველებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს “ვოსტოჩნის” კოსმოდრომზე შეხვდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი ადგილზე იმავე შეჯავშნილი მატარებლით მივიდა, რომლითაც მან ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა. მას ადგილზე რუსი მაღალჩინოსნები დახვდნენ. მოგვიანებით, კადრებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი გადმოდის შავი მანქანიდან და ხელს ართმევს ლადიმერ პუტინს.
“რია” ამბობს, რომ სახელმწიფოს მეთაურები “ვოსტოჩნის” კოსმოდრომს დაათვალიერებენ და შემდეგ მოლაპარაკებებს გამართავენ.