უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მისგან ერთ კილომეტრში რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.
პოდოლიაკი ამბობს, რომ თუ ეს არის პუტინის “მეგობრული” გზავნილი გაეროსთვის, რა არგუმენტით შეიძლება, ეს ქვეყანა უშიშროების საბჭოს წევრი იყოს.
“ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღის წინ ის [გუტერეში] კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან?
შეგვახსენეთ რატომ იკავებს ამ დრომდე ადგილს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში?”- წერს პოდოლიაკი.