9 მაისს ორი ამბავი
დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ლენდ-ლიზის პროგრამის მიღებას.
სხვათაშორის პუტინს უყვარს თარიღები და ცრურწმენები (მან საკუთარ დაბადების დღეზე მოაკვლევინა ანა პოლიტკოვსკაია), ამიტომ ასეთი ცინიკური საჩუქარი გაუკეთა დასავლეთმა მოპარულ გამარჯვების დღეს.
ბოლო დროს აღარ ისმის რიტორიკა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, იმიტომ რომ გასაგებად უთხრეს დასრულდა შენი 15 წლიანი შანტაჟი.
პასუხი იქნება პირდაპირ შენზე. დღეს კიევს ემუქრებოდა და ამ დროს კიევში ჩამოვიდა ბაიდენის ცოლი, კანადის პრემიერ-მინისტრი ტრუდო, ბონო და ჯოლიც. საელჩოები ბრუნდება.
პუტინის აღარავის ეშინია დასავლეთში, არც უკრაინაში. სანქციების მეექვსე ეტაპი პუტინის საყვარელ გარემოცვას დაედო – პატრიარქი კირილე, პროპაგანდის მთელი კნიაზობა, ალინა კაბაევა.
სხვათაშორის ეს წითელი ხაზია. პუტინი ყოველთვის ცდილობდა თავისი ჩმორობა დაეფარა მაგარი ტიპის თამაშით და უკვე ესეც არ გამოსდის.
ისიც მოვისმინე, რომ კაბაევა ამისთვის სჭირდება რომ ალფა სამეცი ითამაშოს, თორე სულ სხვა სითბო მოსწონს ჯეელობიდანო. არ მიყვარს პირადი ცხოვრების განხილვა, უბრალოდ სანქციებზე გამახსენდა 🤗
პიროსის გამარჯვება უფრო წარმატებული იყო ვიდრე პუტინის. მისი პროპაგანდა შეეცდება ეს მდგომარეობა ძლევამოსილად დაანახოს თავის Zომბებს.
ჩანს რაღაც დიდი ხანია დამპალა კრემლში და უკვე სუნთან ერთად ხმებიც გამოდის.
დიდი შიდა ბრძოლაა გაჩაღებული ბელადის ზურგს უკან. აღმოჩნდა რომ თურმე ბევრმა არ იცოდა უკრაინაში შემოჭრის თარიღი, ვიღაც წინააღმდეგიც კი ყოფილა ამ ქმედების.
ასევე ბევრი კითხვა აქვთ ძალოვნებთან, რომლებიც 8 წელი ემზადებოდნენ, უდიდესი ბიუჯეტით, არმიის და აგენტურის გასაძლიერებლად, მაგრამ ეს ფული სადღაც აორთქლდა თურმე.
ამის გამო დიდი კონფლიქტი აქვთ. როგორც წესი, როცა ადამიანები ვერ თანხმდებიან მთავარზე, შორდებიან წვრილმანების გამო.
მიზეზი casus belli შეიძლება სულ სხვა რამ გახდეს. მათ ადრეც ჰქონდათ ერთმანეთთან ზიზღი.
ესენია ოდიოზური ფიგურები ე.წ. ვერხუშკა _ მედვედევი, ლავროვი, შოიგუ, ბორტნიკოვი, პატრუშევი და სხვა საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი გავლენიანი პირები, ნამდვილად არ არიან ზღაპრული ცხრა ძმა, რომელთაც ერთი თხილის გული გაიყვეს.
ესენი უსულო არსებების ბანდაა, ერთადერთი თვითგადარჩენის ინსტიქტით. ერთი ჯგუფი უპირისპირდება მეორეს გაფლანგული მილიარდების და ფეხებზე დაკიდებული ბელადის და გუნდის გამო თორე ხალხი არავის ანაღვლებს.
ამ დაპირისპირებაში ბანდამ იგრძნო რომ არც ისე დაუმარცხებელი მეთაური ჰყავს. მას არათუ გუნდის, საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია.
გუშინწინ პუტინმა შემოგვაპარა რომ “რუსი გმირი ერია, შეიძლება მოსკოვის მისადგომებთან გმირულად დაეცეს, მაგრამ არავის არაფერს დაუთმობს.
” 70 დღის წინ კიევში ტრიუმფით შესვლას გვპირდებოდა და დღეს მოსკოვის მისადგომებთან გმირულად დაცემაზე საუბრობს. ამ ყველაფერზე უკვე სერიოზულად დაფიქრდა გარემოცვა.
დასავლეთიც ცეცხლზე შეუჩერებლად ნავთს ასხამს თავისი სანქციებით, სასჯელის მუქარებით, აგენტებით, ღია თუ ფარული შეთავაზებებით თანამშრომლობის შემთხვევაში.
ძალოვანები და ოლიგარქები მზად არიან ყველა შეჭამონ (მათ შორის ერთმანეთი და პატრონიც), ოღონდ დაიბრუნონ სიმდიდრე. უფულო ოლიგარქი რაც არის ვნახეთ მედვედჩუკის სახეზე და კიდევ ბევრს ვნახავთ.
ისინი უკვე ვეღარ მალავენ პუტინის ავადმყოფობის ამბავს. ფსიქოლოგიურად, რადგან საუბრობენ ე.ი. ფიქრობენ და რაღაცნაირად სიამოვნებთ ბელადის მდგომარეობა.
ბევრი მზად არის ხელი შეუწყოს ბოროტთვისებიან სხეულში არსებულ ავთვისებიან სიმსივნეს.
ოლიგარქების, მთავრობის და ხალხის სიძლიერის გარანტი აქამდე იყო ბელადი, რომელიც არც ისე ძლიერია და კბილებიც მოუცვდა. ამიტომ მისი ბრძანება, რომელიც აქამდე უაპელაციოდ მიიღებოდა და სრულდებოდა, ახლა უკვე ეჭვობენ, რომ ეს შესაძლოა არ იყოს გონივრული მოწოდება.
თუ შევასრულებ პუტინი დამაჯილდოვებს თუ ჰააგა გამასამართლებს? ცუდ სიტუაციაში ყველა სვლა ცუდია – არამარტო ჭადრაკში, მაგრამ მოქმედება აუცილებელია ამ ჭაობშიც.
კრემლში ყოველთვის იყო ჯგუფი, რომელიც ცვლიდა მმართველებს. ხრუშჩოვი ლამაზად მიაჩოჩეს, სტალინის ცხედართან ნათქვამი პირველი ლეგენდარული სიტყვები “ტირანი მოკვდა” უახლოეს გარემოცვას ეკუთვნოდა.
ხადარკოვსკიმ თქვა რომ პუტინი ჩვენ (ოლიგარქებმა) მოვიყვანეთ და ჩვენ უნდა წავიყვანოთ. ღარიბი ბოსი ვერავისზე იბოსებს. ზღაპარი მთავრდება ვოვა – старуха уже у разбитого карета.
🏴☠️ასე შეიცვალა მომენტი ბუნკერის თაგვისთვის.
☝️მე მაინც ვთვლი რომ კრემლი უნდა დაინგრეს.
ზვიად ხუჯაძე.
9 მაისი 2022 წელი.