პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით დაიხურა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით ამის მიზეზი უხვი ნალექი გახდა.
“პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მღვიმეები ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. უხვი ნალექის და თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი. წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რომელია საქართველოს ყველაზე მონახულებადი ადგილი (+ფოტო/ვიდეო)