“სირცხვილია” ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, პროკურატურამ მოძრაობის აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი განუცხადა.
“5 ივლისს, ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იმყოფებოდნენ.
ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.
პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა – “საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები (სირცხვილიას წევრები) წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს”, – აცხადებენ “სირცხვილიას” წევრები.