,, ხუთშაბათის კინო თამთა თურმანიძესთან ერთად” – ამერიკული კუთხე მსურველებს ახალ პნლაინ პროექტს თავაზობს. მის მიზანს კი ონლაინ სივრცეში მომხმარებლებისთვის ფილმების შეთავაზება და მათი განხილვა წარმოადგენს.პროექტის იდეა პანდემიის პირობებში გაჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ კოვიდ 19-ის მასშტაბური გავრცელების გამო თითქმის მთელ მსოფლიოში ადამიანური ურთიერთობები შემცირდა, ამერიკულმა კუთხემ ამ დეფიციტის შესავსებად ახალი პროექტი წარმოადგინა.
პროექტის ფარგლებში მომხმარებლებს ფილმების ბმული ეგზავნებათ, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს, 8 საათზე, კინომცოდნე თამთა თურმანიძესთან ერთად განიხილავენ. ამერიკული კუთხის ხელმძღვანელი, ინგა ივანეიშვილი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეთა ჩართულობა მაღალია. ფილმების ჩვენება ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.პროექტი უფასოა და ამერიკის საელჩოს მიერ არის მხარდაჭერილი.