LIVE TV
შაბათი, ივნისი 3, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

პრეზიდენტმა გაბედა,ოლიგაქრად აღიარა ბიძინა ივანიშვილი-პაატა მანჯგალაძე

დაპოსტა 2023/03/25-ში
გაზიარება

ჰიბრიდული ომის აგენტი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველდღე აშინებს და თრგუნავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შესახებ, სადაც მან მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით,სალომე ზურაბიშვილმა ჭეშმარიტება გაიმეორა, როდესაც თქვა, რომ „ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი“.

„პრეზიდენტმა, როგორც იქნა გაბედა, წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და კარგია, რომ ოლიგარქად აღიარა ბიძინა ივანიშვილი ახლა, სალომე ზურაბიშვილმა საუბარი უნდა დაიწყოს იმაზე, რომ როგორ ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ სისტემას არამხოლოდ ოლიგარქია, არამედ არაფორმალური მმართველობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტების ოჯახის წევრია და პირიქით, ეს მისი ღირსების მატარებელი უნდა იყოს.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს ამბიცია აქვს იმისა, რომ ისტორიაში შევიდეს.

„თუ სალომე ზურაბიშვილს ისტორიაში უნდა შესვლა, ახლა უნდა თქვას, არაფორმალური მმართველობა და ოლიგარქია როგორ ეღობება წინ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიღებას. კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი ნამდვილად არ აქვს, როგორც ამას ირაკლი კობახიძე ამტკიცებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს მოსახლეობა დათრგუნოს.

„ვერავინ წარმოიდგენს, საკუთარი ხელისუფლება საკუთარ ხალხთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებდეს, ასეთი რამ არ არსებობს და ამ ჰიბრიდული ომის აგენტი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველდღე აშინებს და თრგუნავს. ჰიბრიდული ომის ამოცანაა საზოგადოება იმდენად დათრგუნო, ხალხმა ვერ გაარჩიოს ვინ არის მტერი და მოყვარე. ამას აკეთებენ ყოველდღე“, – აცხადებს მანჯგალაძე

მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია აქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა.

მანჯგალაძის შეფასებით, ნახევრად ნათქვამი სიმართლის თქმის დრო საქართველოს არ აქვს, რადგან ქვეყანა კანდიდატის მიღების შესაძლებლობის წინაშე დგას, ხოლო რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შანსი საქართველომ დაკარგოს.

„ყველა ჯიშის აგენტი, რეზიდენტი, ჭინკა ამოყრილია ზევით და ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან, დაწყებული გოგა ხაინდრავათი და დამთავრებული 500-ლარიანი ექსპერტებით. ახლა დიპლომატიური ეტიკეტის დრო არ არის და გამოვიცნოთ, რა იგულისხმა. პირდაპირ უნდა ილაპარაკოს, რომ სამ საკითხს ხელს უშლის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და კობახიძე.სალომე ზურაბიშვილი როდესაც ამას იტყვის, ეს იქნება სრული სიმართლე. ღარიბაშვილს ხშირად და ყოველდღე რომ შეხვდეს რას იზამს? ის ივანიშვილის გამოწვრთნილი და დაპროგრამებული ჰყავს. ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს გავლენისგან ვერასდროს გამოვა. კობახიძეს რაღაც შანსი კიდევ აქვს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება არ აქვს. როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.

მან ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია. კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოლიგარქია, თუმცა ეს მისი მთავარი პრობლემა არ არის.

 

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში სამი პაციენტი ლეპტოსპიროზს ებრძვის

ივნისი 3, 2023
28
მთავარი

საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზის შემთხვევები დადასტურდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის ინფექციას 3 პაციენტი ებრძვის. ბაქტერია, ღია წყლებში, ტბესა და ჭებში ცხოველის ექსპრემენტების მოხვედრით...

დაწვრილებით

მზად ვართ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევებისთვის-ზელენსკი

ივნისი 3, 2023
13
მთავარი

დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს რომ უკრაინა მზადაა, დაიწყოს თავისი დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. "მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი,...

დაწვრილებით

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს

ივნისი 3, 2023
11
მთავარი

პროკურატურამ ხელვაჩაურში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა,...

დაწვრილებით

პოლიციამ “დროას” ზუგდიდის ოფისიდან გადმოფენილი ბანერი მოიპარა-მაცაბერიძე

ივნისი 3, 2023
11
მთავარი

"დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე წერს, რომ ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით "ირაყლი" პოლიციამ მოიპარა. "დროას ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით “ირაყლი” პოლიციამ მოიპარა, ამწეკრანი მიიყვანეს, აძვრნენ, ჩამოხსნეს ბანერი...

დაწვრილებით

დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა-ბელგოროდის გუბერნატორი

ივნისი 3, 2023
6
მთავარი

ბელგოროდის გუბერნატორის თქმით  დღევანდელი დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიაჩესლავ გლადკოვმა ჩვეულებისამებრ, დაბომბვაზე პასუხისმგებლობა უკრაინის არმიას დააკისრა. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ 16 ადგილობრივი. როგორც გლადკოვი ამტკიცებს, ვალუისკის დასახლება გრადებით დაიბომბა.

დაწვრილებით

ერდოღანმა ფიცი დადო

ივნისი 3, 2023
2
მთავარი

„მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობას და დამოუკიდებლობას... დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ათათურქის პრინციპებსა და რეფორმებს. და საერო რესპუბლიკის...

დაწვრილებით

რომელ ბინებში გეგმავს ქუთაისის მერია ლიფტების რეაბილიტაციას

ივნისი 3, 2023
27
მთავარი

ქუთაისის მერია 4 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135`302 ლარია. ( NAT230011641 ) დაგეგმილია  სულხან-საბას N69 საცხოვრებელი სახლის მე-4 სადარბაზოს ლიფტის რეაბილიტაცია.  ასევე ბუკიას  ქუჩის ბინა ...

დაწვრილებით

“ღმერთი არ გასწირავს”-პატარა ემიგრანტი რეანიმაციაშია

ივნისი 3, 2023
217
მთავარი

ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცის ავრცელებს: "გუშინ, საბერძნეთის ტელევიზიამ საშინელი ინფორმაცია გადმოსცა... ჩვენი ახლობელი ქართველი ემიგრანტის ქალიშვილს, პატარა ლილეს და მის თანმხლებ ქალბატონს მოტოციკლი დაეჯახა და საგზაო შემთხვევის გამო,...

დაწვრილებით

მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვა-ლევან იოსელიანი

ივნისი 3, 2023
14
მთავარი

"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ,...

დაწვრილებით

კონტრშეტევისთვის უკრაინის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილეთ-ჯონ კირბი

ივნისი 3, 2023
13
მთავარი

დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, როდის დაიწყებს უკრაინა კონტრშეტევას, მასზეა დამოკიდებული. “ძალიან კმაყოფილები ვართ,...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა

მაისი 2, 2020
83
მთავარი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

აგვისტო 16, 2022
604
მთავარი

18 იანვრიდან ქუთაისში ტრასნპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს

იანვარი 5, 2021
1.9k





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!