პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. განცხადება სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ – გვერდზე გამოქვეყნდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, არსებული ინფორმაციით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.