LIVE TV
ოთხშაბათი, მაისი 25, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

პრეზიდენტის განცხადება

დაპოსტა 2022/01/13-ში
გაზიარება

დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნული სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება არ იძლევა პრეზიდენტის მხრიდან მოტივირებული შენიშვნების საფუძველს.

“ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე.

მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული.

მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე.

მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას.

ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს.

რაც შეეხება მეორე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.

თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.

მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან

დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

უკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის

მაისი 25, 2022
11
მთავარი

უკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. „მიუხედავად ჩვენი ყველა მიღწევისა პირველ სამ თვეში, ახლა ალბათ ამ ომის ერთ-ერთი...

დაწვრილებით

,,ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი”- დიმიტრო კულება.

მაისი 25, 2022
10
მთავარი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს, ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი. "რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ...

დაწვრილებით

გენერაუკრაინელმა მედესანტეებმა რუსი მფრინავი გენერალი მოკლეს

მაისი 25, 2022
10
მთავარი

რუსი გენერალი, სავარაუდოდ, უკრაინელმა მედესანტეებმა მოკლეს. ინფორმაციას დასავლური მედია უკრაინის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით აქვეყნებს. 63 წლის გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, დიდი ალბათობით, მას შემდეგ დაიღუპა, რაც თვითმფრინავი, რომლის პილოტიც თავად იყო...

დაწვრილებით

დაწყებით სკოლაში სროლას 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა-რა მოხდა ტეხასში?

მაისი 25, 2022
11
მთავარი

ტეხასის შტატში მდებარე ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლას 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შსახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში ცეცხლი 18 წლის...

დაწვრილებით

უკრაინაში რუსეთის შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება იყოს-ჯორჯ სოროსი

მაისი 25, 2022
6
მთავარი

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა. „ შეჭრა...

დაწვრილებით

ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვიაა გასროლილი | სროლა შანიძის ქუჩაზე

მაისი 25, 2022
95
Crime Scene Do Not Cross Tape with Police Flashing Lights Bokeh on the Dark Background
მთავარი

თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვიაა გასროლილი. ცნობილია, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა...

დაწვრილებით

25-დან 27 მაისამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი სვლა-გეზით იმოძრავებს

მაისი 25, 2022
12
მთავარი

📌საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება 25-დან 27 მაისამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი სვლა-გეზით: ✔N1 L - ნაცვლად მანდარიას ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის,...

დაწვრილებით

მგონი,ჟურნალი დასრულდა და კინო დაიწყო-დავით ქაცარავა

მაისი 24, 2022
40
მთავარი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ფაქტობრივად ბოლომდე გაანადგურეს უკრაინის სამხრეთში რუსეთის 58-ე არმიის თითქმის ყველა ქვედანაყოფი. ეს ის არმიაა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში. მგონი,ჟურნალი დასრულდა და კინო დაიწყო. დიდება უკრაინას!...

დაწვრილებით

,,არ იმსახურებს ეს კაცი ასეთ საქართველოს! არა, არ არის ეგრე!

მაისი 24, 2022
21
კულტურა

,,ზოგჯერ უბრალოდ გული მერევა ყველაფერზე რაც ამ ქვეყანაში ხდება! წესიერების განსახირებაა ეს ადამიანი! ადამიანი, რომელმაც 37 წელი შეალია ამ ქვეყანას, მის ისტორიას და უბრალოდ საქართველოს სამსახურს! 280 ლარი ანაზღაურება! აი...

დაწვრილებით

მე მინდა,  რომ ეს საკითხი ჰუმანიზდეს, უფრო აქეთ მგონია გამოსავალი“- ედუარდ სააკაშვილი

მაისი 24, 2022
15
მთავარი

ხელისუფლების ნაწილს უჭირს, რომ მამაჩემში დაინახონ ადამიანი, -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც  მძიმეა,  თუმცა  ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს არ სჯერათ....

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

იტალიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

მარტი 6, 2020
142
მთავარი

იმერეთში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოქტომბერი 24, 2020
198
ყველა სიახლე

ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა – ეკატერინე ტიკარაძე

ნოემბერი 25, 2020
421





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!