LIVE TV
პარასკევი, სექტემბერი 29, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით – საია

დაპოსტა 2021/02/24-ში
გაზიარება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით, ასევე მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება.

როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები, საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება.

ასოციაციის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება.

საია მოკლე მიმოხილვას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით.

„სამართალდამცავების მხრიდან სასამართლოს განჩინების აღსრულებას წინ უძღოდა პოლიტიკური პროცესები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 16 თებერვალს პარლამენტმა დეპუტატის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის წინასწარი თანხმობა გასცა. შედეგად, ამავე წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გირაო შეიცვალა პატიმრობით, დასაბუთების ნაწილში წარმოშობს კითხვის ნიშნებს.

მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, რის მიზეზადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა. შს სამინისტრომ დაგეგმილი ღონისძიება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო დროებით გადადო. ხოლო, პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილს, მიმართ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მეორე დღესვე ნიკა მელია დააკავეს. სახელმწიფო უწყებების მხრიდან მსგავსი ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში. .

საია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დასაკავებლად პოლიციის მიერ ცატარებულ სპეცოპერაციასაც აფასებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით შეიკრიბა მასშტაბური საპოლიციო ძალა, ხოლო დაკავების პროცესში შენობაში შეკრებილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო სპეციალური საშუალება – სავარაუდოდ წიწაკის გაზი. ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული მათი განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენება.

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით“, – ნათქვამია განცხადებაში

საია-ს თქმით, გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას, რომლის ჩატარების დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა.

„მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებული მოვლენების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავა არაერთი ადამიანი,აგრეთვე საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის პროცესში დაუსაბუთებლად დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალადარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული დაკავების მიზნებსა და საფუძვლებს, აგრეთვე დაკავების წესს. ადმინისტრაციული დაკავების პროცესში სამართალდამცავები უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. დაუშვებელია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად, პირთა მათთვის არასასურველი ადგილიდან განსარიდებლად ან/და სხვა ისეთი მიზნით, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და ემყარება მხოლოდ ცალკეულ პოლიციელთა ან მათ ხელმძღვანელ პირთა მიხედულებას/

ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების უფლებაში ჩარევის არაერთი შემთხვევა, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიცია აქციის მონაწილეებს დაუსაბუთებლად არ აძლევდა უფლებას, გაეშალათ კარავი, რაც წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევას“, – აცხადებს საია.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

ღმერთო ასე როგორ გაიმეტეს – ვინ არის გურიაში სასტიკად მოკლული ბიჭი

სექტემბერი 29, 2023
545
მთავარი

დღეს, რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში - ინფორმაციას ,,გურიანიუსი" ავრცელებს.  მოკლული 23 წლის ავთო სიხარულიძეა. სავარაუდო დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის...

დაწვრილებით

დაუჩეხია და არხში ჩაუგდია – გურიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სექტემბერი 29, 2023
50
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 23 წლის ავთო სიხარულიძე სიცოცხლეს თანასოფლელმა გამოასალმა. როგორც “გურია ნიუსთან” ადგილობრივები ამბობენ, დაჭრილი ბიჭი გზად შემთხვევით გამვლელმა ნახა და...

დაწვრილებით

მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ-გიორგი მიქაძე/”თელავი” გამარჯვების სერიას აგრძელებს

სექტემბერი 28, 2023
30
მთავარი

"ურთულესი თამაში იყო კარგ გუნდთან. ეს იყო ძალიან ემოციური დრამატული და მადლობა ბიჭებს ,დღეს არამარტო კლასით ,ხასიათით გამოვიჩინეთ თავი, მახარებს რომ ბოლო წუთებზე მეორეჯერ გოლს ვიტანთ ,ვუმატებთ და ეს ნიშნავს...

დაწვრილებით

ჩოხატაურში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

სექტემბერი 28, 2023
269
მთავარი

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოკლული ბიჭი სავარაუდოდ 21 წლის იყო. სავარაუდო დამნაშავე კი ადგილობრივია, რომელმაც 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3...

დაწვრილებით

ფარცხალაძის სანქცირება გაუგებარია-ირაკლი ღარიბაშვილი

სექტემბერი 28, 2023
18
ირაკლი ღარიბაშილი
მთავარი

"რატომ მოხდა ფარცხალაძის სანქცირება გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში არის ქარიშხალი ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ...

დაწვრილებით

ამ ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს-ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

სექტემბერი 28, 2023
12
მთავარი

"ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე ვიტყოდი, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო მან შარშან, გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე...

დაწვრილებით

NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს

სექტემბერი 28, 2023
3
მთავარი

"NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემ" | ამის შესახებ კიევში ჩასვლის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, „NATO-მ და...

დაწვრილებით

ყარაბაღის “რესპუბლიკა” 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

სექტემბერი 28, 2023
18
მთავარი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "რესპუბლიკის" ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობს შეწყვეტს - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი იუწყება....

დაწვრილებით

მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე-ხატია დეკანოიძე

სექტემბერი 28, 2023
28
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით, არ მყავს დაცვა და ამალა. ამ დროს, მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში...

დაწვრილებით

დაფდაფები ღამით – მესხიშვილის თეატრში დღეს პრემიერაა

სექტემბერი 28, 2023
11
კულტურა

,,დაფდაფები ღამით“ – სამი თეატრის პირველი ერთობლივი კოოპროდუქცია – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162-ე თეტრალურ სეზონს დღეს პრემიერით გახსნის. 28, 29, 30 სექტემბერს, მესხიშვილის თეტრში წარმოდგენილი იქნება...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

მეუფე გრიგოლი – შეიძლება, საგანგებო მდგომარეობამ ეკლესიაც და ღვთისმსახურებებიც საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს

მარტი 29, 2020
102
მთავარი

როდის შეიძლება საქართველომ ვაქცინები მიიღოს

თებერვალი 24, 2021
18
მთავარი

კიდევ რამდენი ხნით გაუხანგრძლივდება მთავრობას, შეზღუდვების დაწესების უფლება

ივნისი 14, 2021
57





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!