საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძეს მკვლელობას ეხებოდა.
სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დაადგინდა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლი.
„სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ იცოდა იმის შესახებ, რომ აპლიკანტის შვილს საფრთხე ემუქრებოდა, მიუხედავად იმ სხვადასხვა დამცველი ღონისძიებისა, რომლის გატარებაც შესაძლებელი იყო, მათ ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობისგან ქალის დაცვა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა,“- წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლი. სასამართლომ აპლიკანტს – გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების სახით, 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს „ილიაუნის“ C კორპუსში, მეორე სართულზე, 33 წლის ლექტორს, მაკა წივწივაძეს, ყოფილმა მეუღლემ – ლაშა მაღრაძემ, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
წივწივაძე „ბრიტანული საბჭოს“ თანამშრომელი იყო და „ილიაუნში“ ინგლისურ ენას ასწავლიდა.
ლაშა მაღრაძემ ყოფილი მეუღლე აუდიტორიიდან დერეფანში გამოიყვანა და სამჯერ გაისროლა: ორი გასროლით ყოფილი მეუღლე დაჭრა თავის არეში, ერთით კი საკუთარ თავს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.
მაღრაძე ადგილზევე გარდაიცვალა, მაკა წივწივაძე კი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს