აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური დიალოგი დაიწყო და ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისია.
“ჩვენ იმ თავითვე ვთქვით, რომ საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიუტირი დასაწყისი. მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება”, — განაცხადა მან.
როგორც თალაკვაძე ამბობს, მათი სურვილია დაახლოვონ პოზიციები, რასაც დღევანდელი შეხვედრაც გულისხმობდა. თალაკვაძის თქმითვე, პარტიები მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზეც შეთანხმდნენ