“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტის, დიმიტრი პოზნერის მასპინძელ, ბენო ქაშაკიშვილის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 2015-21 წლებში 520 000 ლარის შეკვეთები მისცეს.
დეტექტორი წერს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა.
ქაშაკაშვილი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო.
გარდა ამისა, “ფლანგვის დეტექორის” მონაცემებით, 2016-20 წლებში ქაშაკაშვილმა და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405 000 ლარი შესწირეს.