LIVE TV
სამშაბათი, ივნისი 28, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

დაპოსტა 2021/03/04-ში
გაზიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.

რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

“რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ”,- აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ის 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მესამე ეტაპი კი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„ სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)”,- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

გაზიარება151

დაკავშირებული -პოსტები

ამბობდა, თუ ბავშვი მოვკალი, ხალხო მეც მომკალით | მძღოლი რომელიც 5 წლის ბავშვს დაეჯახა რთულ მდგომარეობაშია

ივნისი 28, 2022
1.1k
მთავარი

დღეს, კახეთში, ლაგოდეხის გზატკეცილზე მომხდარმა ავარიამ საქართველო შეძრა. 5 წლის ბავშვს სოფელ შრომაში ავტომობილი დაეჯახა. "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ მოზარდი ადგილობრივი ანდრია პოღოსიანია. როგორც ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ბავშვმა...

დაწვრილებით

ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება გადავავსებთ თავისუფლების მოედანს_ირაკლი კობახიძე

ივნისი 27, 2022
35
მთავარი

მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება, ეს ერთი. მეორე - ხალხის რაოდენობაზე თუა საუბარი, მაგალითად მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ...

დაწვრილებით

უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ,სანამ საჭირო იქნება_”დიდი შვიდეული”

ივნისი 27, 2022
23
27 June 2022, Bavaria, Elmau: Summit participants (front, clockwise) German Chancellor Olaf Scholz (SPD), U.S. President Joe Biden, Boris Johnson, prime minister of the United Kingdom (obscured), Fumio Kishida, prime minister of Japan, Ursula von der Leyen, EU Commission president, Charles Michel, EU Council President, Mario Draghi, Prime Minister of Italy, Justin Trudeau, Prime Minister of Canada, and Emmanuel Macron, President of France, sit at the working session, while Ukrainian President Volodymyr Selenskyj is connected via video conference. The G7 summit of economically strong democracies is about continued support, including long-term support, for his country. In addition, consultations with the five host countries India, Indonesia, South Africa, Senegal and Argentina will focus on climate protection and the global food crisis resulting from the Ukraine war. Photo: Michael Kappeler/dpa (Photo by Michael Kappeler/picture alliance via Getty Images)
მთავარი

დიდი შვიდეული“ (G7) პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიდგებით, რამდენიც საჭირო იქნება“,...

დაწვრილებით

მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია – შემზარავი თავდასხმა უკრაინაზე

ივნისი 27, 2022
98
მთავარი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, არიას მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.   „ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს. ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა მანდ. სავაჭრო ცენტრი...

დაწვრილებით

ორკები აშკარად ახალ საგუშაგოს აშენებენ – რა ვიდეოს აქვეყნებს დავით ქაცარა ხურვალეთიდან (+ვიდეო)

ივნისი 27, 2022
37
მთავარი

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელი პატრულირებისას ხურვალეთში, აღმოაჩინეს, რომ რუსი ოკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.   ქაცარავას ცნობით, პარალელურად ორკები კირბალის თავზე...

დაწვრილებით

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაჭრეს

ივნისი 27, 2022
75
მთავარი

ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული, სამხედრო დაჯგუფება Marksman-დან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხში ვრცელდება.   "რატი ბურდული, მეტსახელად „ვიკინგი“ ან „მარტოხელა“, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი...

დაწვრილებით

რას ამბობს მოკლული ბიზნესმენის ოჯახი მკვლელობის გავრცელებულ ვერსიებზე

ივნისი 27, 2022
117
მთავარი

წყნეთის გზატკეცილზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ თითქოს ეს იყო “კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შურისძიება შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის გამო.   “თუკი რამეში შეიძლება...

დაწვრილებით

 ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ივნისი 27, 2022
369
მთავარი

ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით...

დაწვრილებით

სამ და ოთხ რიგად ჩაყენებული მანქანები ძალიან უბადრუკ სურათს ქმნის-ქუთაისში ახალი ინიციატივით გამოდიან

ივნისი 27, 2022
98
მთავარი

ქუთაისში ქალაქის ძველ ნაწილში მანქანებით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდიან . ამის შესახებ პოსტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე ავრცელებს. "ქუთაისის ცენტრში, კერძოდ, ქალაქის ძველ ნაწილში,...

დაწვრილებით

ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს

ივნისი 27, 2022
1.3k
ვიდეო

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე ცხედარი იპოვეს. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და მაშველებს შეატყობინეს. დაახლოებით 2 საათის წინ, ცხედარი დრონის საშუალებით დაათვალიერეს, რადგან ადიდებული წყლის გამო,...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

რომელ კლუბში გადაბარგდება ჰოლანდი?

მარტი 17, 2022
9
სამართალი

ცესკოს შენობასთან დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, 5 პირის სასამარლო პროცესი კ ამ წუთებში მიმდინარეობს

ნოემბერი 9, 2020
24
მთავარი

დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა შესაძლებელია

მაისი 5, 2021
70





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!