სკოლებში პირბადეების ტარება ბავშვებს ადაპტირებას ასწავლის, – ამის შესახებ საბერძნეთის განათლების მინისტრმა, ნიკი კერამეოსმა ტელეარხ Skai-ის ეთერში განაცხადა.
“ეს ცხოვრებისეული გამოცდილებაა. ის ჩვენს ბავშვებს ახალ რეალობასთან ადაპტირებას ასწავლის. ადაპტირება ეს განსაკუთრებული უნარია, რომელშიც სკოლამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სკოლებში პირბადეების ტარება უსაფრთხოა და კორონავირუსისგან იცავს. მინისტრმა აღნიშნა, რომ პირბადე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პირბადეების ტარება 3 წლის ასაკიდან ყველა ბავშვისთვის სავალდებულო იქნება.