გარდაცვლილი ორსული გოგონა ხათუნა გეთიაა. იგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯვარის მცხოვრებია.
ქორწინების შემდეგ ხათუნა ზუგდიდში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
ახალგაზრდა ქალს ჰოსპიტალიზაციის დროს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა.
მედიასი მეგობრის კომენტარი გავრცელდა:
“ხათუნა ახალი გათხოვილი იყო და პირველ შვილს ელოდებოდა. ძალიან ენერგიული და ხალისიანი გოგო იყო.. არანაირი ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია. ჟანგბადის აპარატი დაგვიანებით მიუტანიათ, როგორც გავიგეთ…”
გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ხათუნა გეთია წერდა:
“პირადში ვერავის გწერთ, მეგობრებო. ვცდილობ დავძლიო ეს საშინელება….”