მსახიობ ხათუნა კოტრიკაძისა და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილს, გიორგი გოგიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, გიორგი გოგია 2019 წელს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს . მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სწორედ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა მეორე ინსტანციის სასამართლომ.