გარდაცვალების მაჩვენებელი არის ორკვირიანი ინტერვალით დაგვიანებული ინფიცირების რაოდენობასთან და დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას, ვინაიდან, ეს არის თანმხლები პროცესი ინფექციის გავრცელების, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საშუალო მონაცემები მსოფლიო სტატისტიკით გარდაცვალების არის ინფიცირებულთა რაოდენობის 2%, თუმცა საქართველოში ამ მხრივ, ჩვენ კარგი მაჩვენებელია და ის 1.36%-ს შეადგენს.
„ჩვენი მოლოდინი სწორედ იმ საერთო მოცულობიდან და ჰოსპიტალიზირებული პაციენტებიდან გამომდინარეობს.
რაც შეეხება თავად ინფექციის გავრცელებას, გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით, ჩვენ დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 13%-მდე, ხოლო ინფექციის გავრცელების სიჩქარე არის 1.4%, რაც ასევე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით, ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება შემდეგ დღეებში გვექნება.
არსებობს დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია და ამ ეტაპისთვის, ამ მეთოდოლოგიების სურათი ერთმანეთს ემთხვევა.
შემდეგ დღეებშიც იქნება გარკვეული ნახტომისებური ზრდა, რაც საკმაოდ ნეგატიური მაჩვენებელია.
რაც შეეხება პიკურ მაჩვენებელს, მოლოდინი გვაქვს, რომ მივაღწევთ სადღაც 20 აგვისტოსთვის, რაც უკვე დღევანდელი მონაცემებით, არის გარდაუვალი.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.