LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პერსონალური ინფრომაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად – ანდრო გოცირიძე

დაპოსტა 2025/01/25-ში
145
ნახვა
გაზიარება

გერმანულმა Cloud Service Priveder-მა საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით ხელმისაწვდომი გახადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-მა გაავრცელა. 

სენსიტიური პერსონალური მონაცემები მოიცავს:

პირადობის ნომერს;
სრულ სახელსა და გვარს;
დაბადების თარიღს;
გენდერს;
სერტიფიკატის მსგავს ნომრებს (პოტენციურად დაზღვევას);
ტელეფონის ნომრებს – მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.

გავრცელბულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ანდრო გოცირიძე და წერს რომ, პერსონალური მონაცემების გაჟონვიდან მომდინარე რისკები სახელმწიფოს და თავად მოსახლეობის მხრიდანაც არასათანადოდაა შეფასებული. 

“რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების ბოლო გაჟონვასთან დაკავშირებით და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს ფაქტი:

✅ გერმანიაში ბაზირებულ ღრუბლოვანი სერვისის ერთ-ერთ პროვაიდერზე თავისუფალი ძებნისას დაფიქსირდა და მალევე დაიხურა დაცვის გარეშე განთავსებული საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დიდი მასივი, ორი ბაზა, რომელთაგან ერთ შეიცავდა 4,5, მეორე კი 7 მილიონამდე ჩანაწერს;

✅მონაცემთა ბაზა შეიცავდა მგრძნობიარე პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა პირადი ნომერი, სრული სახელი და გვარი, დაბადების თარიღი სქესი,

სერტიფიკატის მსგავსი ნომერი, რომელიც ჰგავს სადაზღვევო იდენტიფიკატორს, მობილური ტელეფონის ნომერი მფლობელის მიბმული აღწერილობით;

✅ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ერთი ნაწილი ძალიან ჰგავს 2020 წელს მომხდარი მონაცემთა გაჟონვის შედეგად შექმნილ ინფორმაციას, რომელსაც მიაკუთვნებდნენ საარჩევნო კომისიის გაჟონილ ბაზას, თუმცა სახელმწიფომ ეს გაჟონვა უარყო. აღმოჩენილი მონაცემები სავარაუდოდ წარმოქმნილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დაცული ინფრომაციის შეჯერებით, მასში მრავლადაა დუბლირება, რის გამოც საერთო რიცხვი აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

✅ მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება კიბერსაფრთხეების შესახებ მეტნაკლებად მზარდია, პერსონალური მონაცემების გაჟონვიდან მომდინარე რისკები სახელმწიფოს და თავად მოსახლეობის მხრიდანაც არასათანადოდაა შეფასებული. ითვლება, რომ “რა პრობლემაა, ვინც უნდა იმან იცოდეს ჩემი პირადი ნომერი…”, რაც მცდარი მიდგომაა, ‼️რადგან პერსონალური ინფრომაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად, ადამიანზე ფარული მიყურადებისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორების დასაგეგმად, ფოშინგის ან სოციალური ინჟინერიის სხვა კამპანიების საწარმოებლად.

✅გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია ‼️სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს;

✅‼️გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება.” – წერს სოციალურ ქსელში ანდრო გოცირიძე.

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
4.3k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
473
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
55
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
329
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი

დეკემბერი 13, 2025
177
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშანს ეძლევა განვითარების შანსი, სამი ზოდიაქო განსაკუთრებულად გამოიკვეთება — 2026-ში მათი კარიერული ცხოვრება ახალ საფეხურზე გადადის. ვერძი — ლიდერის სტატუსის გამყარება 2026 წელი ვერძისთვის აქტიური მოქმედებების,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ზამთრის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დეკემბერი 13, 2025
105
მთავარი

 ვერძი (21 მარტ – 19 აპრილი) ზამთარი ვერძებისთვის ენერგიული და აქტიური პერიოდი იქნება. დეკემბერში შესაძლოა წინ აღუდგეთ რამდენიმე ახალ დავალებას, რომლებიც თავდაპირველად გამოწვევად მოგეჩვენებათ, თუმცა იანვარში შედეგები სასიამოვნოდ გაოცებთ. ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
88
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
17
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
81
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».