პეკინმა ვილნიუსიდან ელჩი გაიწვია და ვილნიუსსაც იგივეს გაკეთება მოსთხოვა. ამგვარი გაცხარების მიზეზი კი ისაა, რომ ლიეტუვამ ტაივანში დე-ფაქტო საელჩო გახსნა და მასაც დართო წარმომადგენლობის გახსნის ნება საკუთარ ქვეყანაში.
ჩინეთს ბოლო ოცდაათი წელია ასეთი უკიდერესი ზომისთვის არ მიუმართავს ევროპასთან ურთიერთობაში. მას არც წარსული წყენა დავიწყებია, როცა წლის დასაწყისში ლიეტუვამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმა პეკინი 12+1 დატოვა და სანაცვლოდ კოლეგებს შესთავაზა ევროკავშირი 27+1 პლატფორმაზე აქეთ მოვიწვით პრეზიდენტი სი ძინ პინიო.
ევროკავშრის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი გულდაწყვეტილია ჩინეთის ქცევით, სამაგიეროდ ამერიკის შეერთებული შტატებია ფრთებშესხმული.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ლიეტუვას საქციელი შეუქო და ევროკავშირის ქვეყნებს ტაივანთან თანამშრომლობაში სრული თანადგომა აღუთქვა.
ჩინეთი ტაივანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინციად თვლის და „ერთი ჩინეთის პრინციპით“ მის შესაერთებლად ძალას არ იშურებს. ვილნიუსი აცხადებს, რომ „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ არ დაურღვევია, რამდენადაც ტაივანს უკვე ჰყავს ევროპის უმრავლეს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობა.
წყარო : ევროპის მოამბე