სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ ციხესულორში მცხოვრებ თინა მიმინოშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ საუკუნის ადამიანისთვის საჩუქრად 1000 ლარი გამოყო. თინა მიმინოშვილმა, რომელიც 58 წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, სახელმწიფო რწმუნებულთან საუბრისას სკოლაში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავს ახლაც მხნედ გრძნობს.