,,საქართველოს მწერალთა კავშირი სრულიად საქართველოს ულოცავს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დიდგორის ბრძოლის გამარჯვების 900 წლისთავს და გთავაზობთ პატრიოტული პოეზიის კონკურსის „ძლევაი საკვირველის“ გამარჯვებულებს.
დიდგორის ბრძოლის გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებულ პატრიოტული პოეზიის კონკურსში „ძლევაი საკვირველი“ გაიმარჯვეს და ოქროს მედლით დაჯილდოვდებიან:
ვახტანგ ღლონტი, ვანო ჩხიკვაძე, ემზარ კვიტაიშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, მზია ხეთაგური, ქეთი დოლიძე, ზაალ ებანოიძე, დავით თედორაძე, ჯემალ ინჯია, თემურ ლანჩავა, მაია მიქაია, ედუარდ უგულავა, ფარნაოზ რაინაული, ნიკა ქვრივიშვილი, ავთანდილ ყურაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი, მარინე ცხვედიაშვილი.
დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით კონკურსზე წარმატებით მონაწილეობისათვის დაჯილდოვდებიან:
გიორგი ბალახაშვილი, ნომადი ბართაია, შარლოტა კვანტალიანი, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ბადრი სულაძე, ბელა ქებურია, თემურ ჭახნაკია, გოჩა ხარანაული.
გართულებული ეპიდ-ვითარების გამო, დაჯილდოების ცერემონიალი და წიგნის პრეზენტაცია „დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“, გაიმართება სექტემბრის თვეში.”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.