პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირული და ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მიერ უკან დაბრუნებული ხატი ბაგრატის ტაძარში მიიტანეს. ხატი ქუთაისში მრევლთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და ლიდერებმა ჩაიტანეს.
ამ წუთებში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი პარაკლისს ატარებს.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსს“ ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიამ 5 სექტემბერს უკან დაუბრუნა. 27 აგვისტოს, ხატის დაბრუნების შესახებ კი ინფორმაცია დე ფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა.
1tv.ge