28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი წირვა-ლოცვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სიონის საკათედრო ტაძარში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისა“, – ნათქამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.