LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პატრიარქის კურთხევით 15 მარტს წასაკითხი ლოცვები_საპატრიარქოს მიმართვა

პატრიარქის კურთხევით 15 მარტს წასაკითხი ლოცვები_საპატრიარქოს მიმართვა

დაპოსტა 2020/03/15-ში
A A
441
ნახვა
გაზიარება

პატრიარქის კურთხევით დღეს, 15 მარტს, 12 საათზე ყველამ უნდა ვთქვათ – ,,მამაო ჩვენო” ,,ღვთისმშობელო ქალწულო” და ,,მოწყალებისა კარი განგვიღე”
საპატრიარქოს მიმართვას უცვლელად გთავაზობთ :
საქრთველოს საპატრიარქოს მიმართვა მორწმუნეთადმი
(14.03. 2020)

როგორც ცნობილია, კორონა ვირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას.
ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.
ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, – ,,უფალო შემიწყალე.“
როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.
რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ.
სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.
წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.
ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.
მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.
ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!

თეგები: ლოცვებიპატრიარქისაპატრიარქოს მიმართვა.
გაზიარება223

დაკავშირებული -პოსტები

ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.   აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

by თამარა ქავთარაძე
მაისი 22, 2025
0
როგორ ხვდება ქუთაისი დამოუკიდებლობის დღეს
მთავარი

26 მაისს, ქუთაისში, ბალახვანში (ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ), საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. პროგრამა:...

დაწვრილებითDetails

უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი დაიღუპა

by თამარა ქავთარაძე
მაისი 22, 2025
0
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი დაიღუპა
მთავარი

"დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა...

დაწვრილებითDetails

ქართველი ბავშვი ChatGPT-ის მიერ დასმულმა დიაგნოზმა გადაარჩინა

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
ქართველი ბავშვი ChatGPT-ის მიერ დასმულმა დიაგნოზმა გადაარჩინა
მთავარი

ქართველი ბავშვი ChatGPT-ის მიერ დასმულმა დიაგნოზმა გადაარჩინა, – ამის შესახებ ბავშვის მამა, გოგა ბერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შარშან მაისში პირველად დავწერე საჯაროდ ნიკოს გენეტიკური დაავადების შესახებ,...

დაწვრილებითDetails

იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
თაღლითობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  1 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თ.ჩ....

დაწვრილებითDetails

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩაატარა. აღნიშნული ღონისძიება, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის „ტრანსსასაზღვრო რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა...

დაწვრილებითDetails

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა...

დაწვრილებითDetails

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
თაღლითობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  1 პირი დააკავა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. საქართველოდან გაძევებულ იქნა - თურქეთის,...

დაწვრილებითDetails

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, კარდაკარის პრინციპით, პატრონიან ცხოველებს შეამოწმებს და მათი მოვლის შესაბამისი წესების დარღვევას აღრიცხავს

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, კარდაკარის პრინციპით, პატრონიან ცხოველებს შეამოწმებს და მათი მოვლის შესაბამისი წესების დარღვევას აღრიცხავს
მთავარი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს პროგრამას - „კარდაკარ“, რომლის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
მაისი 22, 2025
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა. შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის, 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"