ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა ჩაფიძეს დაზიანება მუცლის არეში, ასევე ხელებზე აქვს.
პატიმრის მეუღლის, ადვოკატ ნინო მეფარიძის ინფორმაციით, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემოკიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და საავადმყოფოში არ გადაჰყვათ.
ადვოკატის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია. ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაჰყავთ, რადგან სურთ , რომ პატიმრის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეექმნას.
პატიმრის მეუღლე დახმრებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.
ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იხდის. ადვოკატის თქმით, პატიმარი უდანაშაულოა და მას სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ბრალდება.