პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.
ღონისძიება “მთაწმინდის პარკში” მიმდინარეობს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქებისა და რეგიონების განვითარება.
როგორ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება რეგიონებსა და ქალაქებში.
როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალაქგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო.
როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა.
როგორ უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი მუნიციპალური, სოციალური სერვისები.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოსახლეობას გააცნობს თავის ხედვებსა და პრიორიტეტებს თითოეულ ამ საკითხზე თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით.
ამავდროულად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული, პოლიტიკური დატვირთვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ, მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისაგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.