“ქართული ოცნების” მეექვსე ყრილობა რამდენიმე საათში დაიწყება. პარტია ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად, პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად აირჩევს. დღესვე უნდა გაირკვეს დარჩება თუ არა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ყრილობაზე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.
“ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცე 400 დელეგატიანი ყრილობის მისაღებად თითქმის უკვე მზადაა. “მთავარის ინფორმაციით” პოლიტ საბჭოს ახალი წევრები იქნებიან:
- კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე სპიკერი
- ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე
- მაკა ბოჭორიშვილი – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
- შალვა პაპუაშვილი – პარტიის წევრი
- თეა წულუკიანი – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
- ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი
- ლაშა ნაცვლიშვილი – პარტიის მთავარი იდეოლოგი.
დღევადელ ყრილობას არ დაესწრება ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი