პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მესამე კენჭისყრა დღეს გაიმართება.
ამჯერად კანონის მიხედვით გათვალისწინებული ნორმა 100 ხმას აღარ ითხოვს და 76 ხმის მიღების შემთხვევაშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ შემთხვევაში მას გაცილებით დაბალი ლეგიტიმაცია ექნება და ის თანამდებობაზე 6 თვით დაინიშნება.
მმართველი გუნდის გაცხადებული ფავორიტი გიორგი კალანდარიშვილია, რომელმაც წინა კენჭისყრებზე ხმათა უმრავლესობა მიიღო.