LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პარლამენტი 20-21 ივნისს დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭების პრობლემით არ ინტერესდება – „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“

დაპოსტა 2020/06/20-ში
ფოტო: IPN.GE

ფოტო: IPN.GE

275
ნახვა
გაზიარება

ერთი წელია, პარლამენტი 20-21 ივნისს დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭების პრობლემით არ ინტერესდება, – ამის შესახებ ნათქვამია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ“ მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტს მიმართა, რათა აემოქმედებინა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმი და გამოერკვია, რითი იყო განპირობებული დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა.

„2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს სახელმწიფოს მიერ ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რეზინის ტყვიების გამოყენებითა და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებით დაშლის შემდეგ ერთი წელი გავიდა. აქციის დაშლისას საპოლიციო ძალის გადამეტება აღიარებულია არაერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამის აქციის დაშლის შემდეგ, ერთი მხრივ, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხრივ, დაშავებული დემონსტრანტების დაზარალებულად არცნობის სტატისტიკა შეიცავს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის გამოკვლევით უკვე ერთი წელია არ ინტერესდება საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტები.

აქციის დაშლისას გამოყენებული სასტიკი მეთოდების გამო დაშავდა 275 ადამიანი: 187 დემონსტრანტი, 15 ჟურნალისტი („ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მონაცემებით დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და 73 პოლიციელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დაჭირდა, ორმა თვალი დაკარგა, ხოლო რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით პოლიციელებზე ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარდგენილი აქვს 17 მოქალაქეს, ხოლო დემონსტრანტებზე ძალადობისთვის – 3 პოლიციელს. მათგან დამნაშავედ ცნეს 13 მოქალაქე, პოლიციელთაგან – დღემდე არცერთი.

ანალოგიურად, შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში დაზარალებულად ცნობილთა სტატისტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სახალხო დამცველი, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, როგორც მომიტინგეთა, ისე პოლიციელთა რიგებიდან დაშავებულთა დიდ რაოდენობაზე, დღემდე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 8 დემონსტრანტს. პოლიციელთა რიგებიდან კი დაზარალებულად ცნობილია 68 პირი.

საქართველოს პარლამენტის ხელთ არის ყველა ფუნქცია და ინსტრუმენტი პარლამენტში მსჯელობის საგნად აქციოს და რეაგირება მოახდინოს პრობლემებზე, რომლებიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლიდან ერთი წლის შემდეგაც პასუხგაუცემელი რჩება. ასეთი ინსტრუმენტი პარლამენტის ხელთ არის კანონის აღსრულებაზე კონტროლი: იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზად კანონს ასახელებენ, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს ვიდეო კადრები, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულის სტატუსის მაძიებელთათვის პოლიციის მხრიდან დაზიანებების მიყენების ფაქტებს, გასარკვევია, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა კანონის ხარვეზითაა გამოწვეული თუ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებენ.

„დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ“ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა პარლამენტს, აემოქმედებინა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმი და გამოერკვია, რითი იყო განპირობებული დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა. მიმართვას პარლამენტის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმით პარლამენტს შეუძლია, ღია სხდომებზე მოისმინოს მოსაზრებები როგორც საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოსგან, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან, იქნება ეს სახალხო დამცველი, დაზარალებულთა უფლებადამცველი, თუ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე მომუშავე ორგანიზაციები. პარლამენტს შეუძლია, გამოკვეთოს როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის საჭიროება.

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, საპარლამენტო მსჯელობის და რეაგირების საგანი უნდა ხდებოდეს. ამისათვის პარლამენტის ხელთ არის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ფართო კომპეტენცია. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს დაინტერესდეს 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზებით და ამ მიზნით გამოიყენოს რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილება – ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი.

კონტროლის ფარგლებში პარლამენტმა: გამოიკვლიოს დაზარალებულად ცნობის პრაქტიკა სასამართლოსა და პროკურატურაში, კერძოდ, რა ეტაპზე და რა მტკიცებულებების არსებობისას ენიჭება პირს პრაქტიკაში დაზარალებულის სტატუსი; მოისმინოს პროკურატურის, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ორგანოების მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით; საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევიოს უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული პირი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სისხლის სამართალწარმოებაში და მუშაობენ დაზარალებულთა/მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე; განიხილოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, ანგარიშები და რეკომენდაციები;

ჩართოს პროცესში დაინტერესებულ მხარედ ის პირები, რომლებიც დაზარალებულად ცნობას ითხოვდნენ 20-21 ივნისის აქციების დაშლის შედეგად მიყენებული ზიანის გამო; დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ხარვეზი მოქმედ კანონმდებლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება110

დაკავშირებული -პოსტები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 18, 2025
395
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. „შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი...

დაწვრილებითDetails

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცეს სალომე ზურაბიშვილი ესწრება

ნოემბერი 18, 2025
18
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე დასასწრებად ქუთაისში ჩავიდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ დასკვნით სიტყვას და მაღალია ალბათობა, გადაწყვეტილებაც დღესვე გამოიტანოს სააპელაციო სასამართლომ....

დაწვრილებითDetails

„ღია გული“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 18, 2025
599
მთავარი

კლინიკა „ღია გული“ სამძიმრის წერილს ავრცელებს: „მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის გამორჩეულად გულისხმიერი, თბილი და მოსიყვარულე მედდა მერი მაისურაძე. ღია გულის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამძიმარს უცხადებს მერი მაისურაძის ოჯახს! მერი,...

დაწვრილებითDetails

“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ნოემბერი 18, 2025
57
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტში სახელმწიფოს ჩართვის შედეგად მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა. მათივე ცნობით, კერძო იმპორტიორები ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახდენდნენ. „ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 18, 2025
106
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან...

დაწვრილებითDetails

რა დაუჯდებათ ემიგრანტებს არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა და შეძლებს თუ არა აეროპორტები მგზავრთნაკადის მიღებას

ნოემბერი 18, 2025
6
მთავარი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ. ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ართმევენ და მათ შეუძლიათ ხმის...

დაწვრილებითDetails

„სიკვდილო, ნუთუ ამჯერადაც არ შეგრცხვა?! “- ტრაგიკულად დაღუპულ ქალს ემშვიდობებიან

ნოემბერი 18, 2025
14
მთავარი

ხონში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა თამუნა შენგელიაა. არსებული ინფორმაციით, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა. ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „ჩემო თამო, როგორ მიყვარხარ,...

დაწვრილებითDetails

სურსათის სააგენტოს ინსპექტორი მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 17, 2025
78
მთავარი

ძროხის ყველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ასზე მეტი კომპონენტს უნდა ჰქონდეს, ამიტომ ეს პროდუქტი არათუ გამოთვლილია, განიხილება ბავშვებისთვის. ქარხნული თუ სოფლის?  რას მივიღებთ ყურადღება რძის პროდუქტების შეძენისას? როგორ ავარჩიოთ და გამოვიყენოთ...

დაწვრილებითDetails

ოქროს გოგო გამოგვეცალა ხელიდან- ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა

ნოემბერი 17, 2025
4.5k
მთავარი

მეგა ტვ-ის ინფორმაციით ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ავარიის მომენტში ქალი ავტომობილში 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდ-ბოგის შეეჯახა.  ავარიის შედეგად...

დაწვრილებითDetails

ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა

ნოემბერი 17, 2025
2.2k
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

მეგა ტვ-ის ინფორმაციით ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ავარიის მომენტში ქალი ავტომობილში 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდ-ბოგის შეეჯახა.  ავარიის შედეგად...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».