პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მათ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავთ.
პარლამენტის თავმჯდომარე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად შავნაბადას ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჩვენებელ წვრთნას დაესწრო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებულ პროფესიონალებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო.
მათი როლი უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში.
პარლამენტის მხრიდან და დარწმუნებული ვარ თითოეული მოქალაქის მხრიდან, მათ აქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ პირნათლად შეასრულონ ის საქმე, რომელსაც ემსახურებიან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.