„პსჟ-ს“ ფორვარდს კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
El Chiringuito-ს წამყვანის, ხოსეპ პედრელოლის ინფორმაციით, უახლოესი საათები გადამწყვეტი იქნება. პრესაში იწერებოდა, რომ მბაპე დღეს, ანუ 16 აგვისტოს საჯაროდ აპირებდა წასვლის სურვილის გამოთქმას, თუმცა პედრელოლის თქმით, ეს არ მოხდება.
მბაპე საკუთარ კლუბს პატივს სცემს იმდენად, რომ საჯაროდ არ აპირებს წასვლის სურვილის გამოთქმას და გულშემატკივრების განაწყენებას. ნაცვლად ამისა, ფეხბურთელმა გუნდის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან შეხვედრა ითხოვა, რომელზეც აპირებს, კლუბის მეთაურს სთხოვოს, რომ „რეალთან“ მოლაპარაკებებს დათანხმდეს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა პასუხს გასცემს ალ-ხელაიფი, რომელსაც ჯერ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი არ დაუკარგავს და ფრანგული პრესა ამბობს, რომ წელს მბაპეს გაყიდვას, ურჩევნია კიდევ ერთი წელი დაიტოვოს, უფასოდ დაკარგვით გარისკოს და მთელი წლის მანძილზე ახალი კონტრაქტის გაფორმება სცადოს.
ამავდროულად, მადრიდის „რეალი“ მბაპეს სანაცვლოდ პირველ ოფიციალურ შემოთავაზებას ამზადებს და იმედოვნებს, რომ ფეხბურთელის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირაში მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში 31 აგვისტოს იხურება.
ხოსეპ პედრელოლი არის ჟურნალისტი, რომელიც მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით თავისი ხშირი და გამართლებული ექსკლუზივებით არის ცნობილი – კერძოდ, მან პირველმა დააანონსა წელს ვარანის, რამოსის და ზიდანის წასვლები, მანამდე პირველმა თქვა ზიდანის გუნდში დაბრუნების შესახებ, აზარის ტრანსფერის შესახებ და ა.შ