პანკისის ხეობის სოფელ დუისში კაცი დაჭრეს.
25 წლამდე ასაკის პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის ახმეტიდან თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.