მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ხუთშაბათს დილით ოქროს ფასი იზრდება. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ოქროს ფასი 0,22%-ით გაიზარდა და 1 უნციაზე 1852,35 დოლარი შეადგინა.
გაძვირდა ვერცხლიც. დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ფასი 0,23%-ითა გაიზარდა და ერთ უნციაზე 24,828 დოლარი შეადგინა.
აშშ-ს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ძვირფასი ლითონის ფასი ინფლაციურ რისკებს მხარს უჭერს.